<link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css" media="print" data-beasties-media="all"><noscript><link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css">
globe-outlined
EN
chevron-down-outlined
მუქი თემა

გაეცანით თიბისის ESG სტატეგიას

esg strategy

ჩვენი როლი ასახავს პასუხისმგებლობას, წვლილი შევიტანოთ უკეთესი მომავლის შექმნაში ინოვაციისა და ტექნოლოგიების მეშვეობით, გავზარდოთ ფინანსური და არაფინანსური მომსახურების ხელმისაწვდომობა, დადებითი ზეგავლენა მოვახდინოთ საზოგადოებებზე, შევამციროთ ჩვენი ეკოლოგიური კვალი და ხელი შევუწყოთ უფრო მწვანე და კლიმატისადმი მდგრად ეკონომიკაზე გადასვლას.

ჩვენი ESG სტრატეგია ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას, შევქმნათ ხანგრძლივი, მდგრადი ზეგავლენა. ვიღებთ ვალდებულებას, ვიყოთ გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) პრინციპების წამყვანი მხარდამჭერი არა მხოლოდ ჩვენი საქმიანობის ქვეყნებში, არამედ უფრო ფართო რეგიონში. საქმიანობაში ESG ასპექტების ინტეგრირებით, ჩვენი მიზანია დადებითი ცვლილებების წახალისება, მდგრადი განვითარების მხარდაჭერა და საკუთარი მაგალითით ლიდერობა.

თიბისის ESG სტრატეგია განსაზღვრავს რამდენიმე საკვანძო სფეროსა და მიზანს:

  • ESG და კლიმატთან დაკავშირებული რისკებისა და შესაძლებლობების გაძლიერებული მმართველობა

  • მდგრადი სასესხო პორტფელის ზრდა

  • მწვანე და მდგრადი დაფინანსების წყაროებზე წვდომა

  • მომხმარებლების ინფორმირებულობა, ინვესტორთა ნდობა და თანამშრომელთა მრავალფეროვნება

  • ზემოქმედების გაზომვა და ანგარიშგება

სრული ინფორმაციისთვის, გაეცანით თიბისის მდგრადი განვითარების ანგარიშს