chevron-right-outlined
globe-outlined
ქარ
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

დააგროვეთ მილები Turkish Airlines-ით, Ajet-ითა და Star Alliance ფრენებზე

კონცეპტი
დარჩენილი დღეები: 24
cover 4

თიბისი კონცეპტი

Miles&Smiles-ის წევრებს აქვთ შესაძლებლობა დააგროვონ Miles&Smiles სტანდარტული და სტატუს მილები (ზოგიერთ მარშრუტზე, გარკვეული ავიაკომპანიები სტატუსის მილებს არ ანიჭებენ) ფრენებზე, რომლებიც სრულდება Turkish Airlines-ის, Ajet-ის, Star Alliance-ის წევრი და სხვა პარტნიორი ავიაკომპანიების მიერ.

ფრენების მიხედვით მილების დაგროვების უფლება და დაგროვებადი მილების მინიმალური რაოდენობა განისაზღვრება თითოეული ავიაკომპანიის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ ავიაკომპანიას არ აქვს განსაზღვრული მილების მინიმალური რაოდენობა, მილები გამოითვლება საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) სტანდარტებით, ფრენის მანძილის მიხედვით.

მილების დაგროვება ასევე დამოკიდებულია ავიაკომპანიის მიერ დადგენილ ტარიფსა და კლასზე.

მილების დასაგროვებლად საჭიროა ავიაბილეთის შეძენისას, ან რეისზე რეგისტრაციის დროს TK ნომრის სისტემაში მითითება.

იმ მომხმარებლებისთვის, ვინც ერთდროულად არის როგორც Miles&Smiles-ის, ასევე პარტნიორი ავიაკომპანიის ლოიალობის პროგრამის წევრი, თითოეულ ფრენაზე მილების დაგროვება შესაძლებელია მხოლოდ ერთი პროგრამის ფარგლებში. ასეთ შემთხვევაში, მილების დარიცხვა მოხდება იმ პროგრამის პირობების შესაბამისად, რომლის ნომერსაც მიუთითებს მომხმარებელი ავიაბილეთის შეძენის, ან რეისზე რეგისტრაციის დროს.

დაგროვებული მილები ავტომატურად აისახება მომხმარებლის TK ნომერზე ფრენიდან მაქსიმუმ 2 კვირის განმავლობაში. თუ რაიმე მიზეზით არ მოხდა მილების ასახვა, მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს მათი დარიცხვა ინსტრუქციის შესაბამისად. სასურველია, ორიგინალი ჩასხდომის ბარათისა და ბილეთის ასლის შენახვა, სანამ ფრენიდან დაგროვილი მილები არ აისახება Miles&Smiles ანგარიშზე.

გასული პერიოდის ფრენებზე მილების დარიცხვის მოთხოვნა შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტული ავიაკომპანიის და თურქეთის ავიახაზების პარტნიორობის პერიოდში შესრულებულ ფრენებზე და დარიცხვის პირობები განსხვავდება პარტნიორი ავიაკომპანიების მიხედვით.

დეტალური ინფორმაცია კლასების მიხედვით მილების დაგროვების პირობების შესახებ იხილეთ შესაბამისი ავიაკომპანიის ბმულზე.

*ოპერირებს საქართველოში

დარჩენილი დღეები: 24