ბარათის უსაფრთხოების სერვისი
ანაზღაურების ლიმიტები:
|
ბარათით შესრულებული ტრანზაქციის ოპერაციის კატეგორია |
ანაზღაურების ლიმიტები ბარათის უსაფრთხოების სერვისის პროდუქტის შესაბამისად |
||
|
სტანდარტი |
პრემიუმი |
პრემიუმ + |
|
|
მომსახურება/სერვისი არ გაწეულა მერჩანტის მიერ ან მიღებული პროდუქცია/სერვისი არ შეესაბამება აღწერილს |
500 ლარი |
500 ლარი |
500 ლარი |
|
ელექტრონული საფულით (Wallet) შესრულებული თაღლითური ტრანზაქციები |
200 ლარი |
500 ლარი |
500 ლარი |
|
დაკარგულ/მოპარულ ბარათზე პინის გარეშე შესრულებული ტრანზაქციები |
1000 ლარი |
1500 ლარი |
3000 ლარი |
უპირატესობები:
თანხის ანაზღაურება ბანკში განაცხადის დაფიქსირებიდან 3 (სამი) სამუშაო დღეში. თუ შეიძინე პროდუქტი/სერვისი, თუმცა ის გარკვეული მიზეზების გამო ვერ მიიღე (არ ჩაგბარდა შეძენილი ნივთი ან ვერ ისარგებლე გადახდილი თანხის შესაბამისი მომსახურებით) შეძლებ თანხის ანაზღაურებას შეძენილი პაკეტისა და ლიმიტის შესაბამისად. თუ საბარათე ტრანზაქციის შესაბამისი თანხა არ ჩამოგეჭრა ანგარიშიდან, შეგიძლია ბანკში დააფიქსირო განაცხადი. თანხის გასაჩივრების და/ან ანაზღაურების პროცესი დაიწყება ანგარიშიდან შესაბამისი თანხის ჩამოჭრის შემდეგ.
დამატებითი პირობები:
ბარათის უსაფრთხოების სერვისი ვრცელდება ყველა ტიპის საკრედიტო და სადებეტო ბარათებზე, როგორც ახალ, ისე არსებულ ბარათებზე (გარდა ბიზნეს ბარათებისა). ერთ ბარათზე ვრცელდება მხოლოდ ერთი ბარათის უსაფრთხოების სერვისი; ბარათის უსაფრთხოების სერვისის ვადა განისაზღვრება ბარათის ვადის შესაბამისად (მაქსიმუმ 4 წელი); თითო ბარათზე ბანკის მხრიდან ანაზღაურებას ექვემდებარება წელიწადში ერთი შემთხვევა, ბარათის უსაფრთხოების სერვისის ლიმიტის ფარგლებში; მომსახურება ერთჯერადი გამოყენებისაა და მისი მოქმედება ავტომატურად წყდება მესამე პირ(ებ)ის მიერ ბარათის არალეგალური/თაღლითური გამოყენების პირველივე შემთხვევის დადგომისას, ასევე ნებისმიერი მიზეზით ბარათის მოქმედების შეწყვეტისას; ბარათის უსაფრთხოების სერვისის მოქმედება ასევე წყდება იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ბარათის მფლობელის მხრიდან არაკეთილსინდიერი/თაღლითური ქმედებები ან განზრახ ბრალეულობის ფაქტი; ბარათის ვადაზე ადრე გაუქმების, დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, უქმდება ბარათთან დაკავშირებული ბარათის უსაფრთხოების სერვისი; არალეგალური/თაღლითური და/ან ხარვეზიანი ტრანზაქციის გასაჩივრებაზე, სასურველია ბარათის მფლობელმა ბანკს მიმართოს ტრანზაქციის აღმოჩენისთანავე, თუმცა არაუმეტეს ტრანზაქციის შესრულებიდან 60 კალენდარული დღისა;
1 გადასახდელი საკომისიოს ოდენობა დამოკიდებულია ბარათის უსაფრთოების სერვისის პროდუქტზე. საფასურის გადახდა ხდება სერვისის შეძენისას და შემდგომ წელიწადში ერთხელ. 2 თიბისი ბარათის შესახებ დეტალები იხილეთ ბმულზე . 3 ძველი ნაკრების მომხმარებლებისთვის: სტანდარტი - შედის ნაკრები 5-ის საფასურში პრემიუმი - შედის ნაკრებ 10-ის საფასურში პრემიუმ+ - შედის მხოლოდ კონცეპტ ნაკრებში.

