პირველკლასელებისთვის — სასკოლო ფორმის სპეციალური შეთავაზებები
პირველკლასელებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმის შეძენისას შეუძლიათ ისარგებლონ ქეშბექის, სრული დაფინანსებისა და უპროცენტო განაწილების სპეციალური შეთავაზებებით.
30%-მდე ქეშბექი
პირველ 10,000 პირველკლასელს სასკოლო ფორმის თიბისის მოსწავლის ბარათით შეძენისას დაუბრუნდება 30% მომენტალურად, მაქსიმუმ 60₾.
თუ პირველ 10,000 მომხმარებელში ვერ მოხვდებით, მიიღებთ 20%-იან ქეშბექს, მაქსიმუმ 20₾.
შეთავაზებით სარგებლობისთვის გადახდა უნდა შესრულდეს მოსწავლის ბარათით თიბისის ტერმინალზე, ონლაინ შეძენისას კი - თიბისის ელექტრონული გადახდის არხით. თანხა მომენტალურად დაბრუნდება მოსწავლის ბარათის ანგარიშზე.
ვის ეხება შეთავაზება?
5-დან 8 წლის ჩათვლით მოსწავლეებს, რომლებიც პირველად გახსნიან თიბისის მოსწავლის ბარათს 14 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით.
შეთავაზება მოქმედებს 1–30 სექტემბრის ჩათვლით.
100%-იანი ქეშბექი
თუ თიბისის ახალი სახელფასო მომხმარებელი გახდებით, თქვენი პირველკლასელი შვილის სასკოლო ფორმის მოსწავლის ბარათით შეძენისას დაიბრუნებთ 100%-ს, მაქსიმუმ 100₾-ს.
ვინ ითვლება ახალ სახელფასო მომხმარებლად? მომხმარებელი, რომელიც:
კამპანიის დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში არ იღებდა ხელფასს თიბისიში;
კამპანიის დაწყებიდან 2026 წლის სექტემბრის ბოლომდე დაიწყებს ხელფასის ჩარიცხვას თიბისის ანგარიშზე.
თუ ფორმას მოსწავლის ბარათით ხელფასის პირველ ჩარიცხვამდე შეიძენთ და მიიღებთ სტანდარტულ ქეშბექს, ახალი სახელფასო სტატუსის დადასტურების შემდეგ დარჩენილი თანხა დამატებით ჩაგერიცხებათ, მაქსიმალური 100₾-იანი ლიმიტის გათვალისწინებით.
ქეშბექის ჩარიცხვა:
თუ ხელფასი ჩაირიცხება პირველ რიგში, ხოლო შემდეგ გადაიხდით მოსწავლის ბარათით, ქეშბექი აისახება გადახდიდან მაქსიმუმ 5 სამუშაო დღეში;
თუ ჯერ მოსწავლის ბარათით გადაიხდით, ხოლო შემდეგ ჩაირიცხება ხელფასი, ქეშბექი აისახება ხელფასის ჩარიცხვიდან მაქსიმუმ 5 სამუშაო დღეში.
შეთავაზება მოქმედებს 1–30 სექტემბრის ჩათვლით.
როგორ გახდე თიბისის სახელფასო მომხმარებელი?
გაუზიარე დამსაქმებელს შენი თიბისი ბარათის ანგარიშის რეკვიზიტები, რათა ხელფასი აღნიშნულ ანგარიშზე ჩაგერიცხოს.
ანგარიშის რეკვიზიტები შეგიძლია ნახო მობაილბანკში.
თუ ჯერ არ გაქვს თიბისი ბარათი, გააქტიურე ის რამდენიმე წუთში მობაილბანკიდან.
თუ თიბისის მობაილბანკში არ ხარ რეგისტრირებული, გადმოწერე აპლიკაცია
App Store-იდან ან Google Play-დან და გახდი თიბისის მომხმარებელი პირდაპირ მობაილბანკიდან — ფილიალში მისვლის გარეშე.
0% განაწილება 4 თვეზე
პირველკლასელების მშობლებს, რომლებსაც თიბისიში აქვთ წინასწარ დამტკიცებული განაწილების (BNPL) ლიმიტი, შეუძლიათ სასკოლო ფორმის სრული 95₾-იანი სეტის ღირებულება 4 თვეზე გადაანაწილონ, ეფექტური 0%-ით და გაძვირების გარეშე.
როგორ ხდება გადახდა?
გადახდისას გამოიყენება QR მეთოდი თიბისის POS ტერმინალზე — დაასკანერე ტერმინალის QR კოდი და მიჰყევი პროცესს მობაილბანკში;