whiteboard-outlined
შეხვედრების რაოდენობა
13 ლექცია
calendar-outlined
საათების რაოდენობა
29 საათი
laptop-outlined
ლექციების ფორმატი
Google Meets
კურსის ფარგლებში შეიძენ საჭირო ცოდნას შენი საქმიანობის დაწყებისა და განვითარებისათვის, 0-დან 10-მდე. ასევე გაიგებ, როგორ მუშაობს და რეაგირებს სხვადასხვა ბიზნესი და რა პრინციპებზეა დაფუძნებული მათი საოპერაციო მენეჯმენტი.
რა არის კურსის მიზანი?
კურსის მიზანია განავითაროს სამეწარმეო აზროვნება, მათ შორის ინოვაციური ხედვა, რისკების აღების უნარი და შემართება. კურსის განმავლობაში ისწავლი შემოქმედებითად ფიქრსა და წარუმატებლობასთან გამკლავების გზებს.
კურსი არის უფასო და მისი წარმატებით დასრულების შემდეგ, მიიღებ სერტიფიკატს.
ვისთვისაა კურსი?
თუ ხარ შემოქმედებითი, ცნობისმოყვარე, მოტივირებული, მოგწონს რისკების აღება, გაინტერესებს პრობლემების გადაჭრა და გაქვს სურვილი, შექმნა და გაზარდო ბიზნესი ან წვლილი შეიტანო სამეწარმეო პროექტებში, მაშინ ეს კურსი შენთვისაა.
რა გეცოდინება კურსის გავლის შემდეგ?
კურსის დასრულების შემდეგ მიიღებ ცოდნას თუ როგორ უნდა განავითარო და წამოიწყო ბიზნესი. ისწავლი იდეების გენერირებას, ბიზნესის დაგეგმვას, ბაზრის ანალიზს, ფინანსურ მენეჯმენტს, პროექტების მართვასა და ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებას.
რა დღეებში ჩატარდება?
სამშაბათი - 17:00 - 19:00
პარასკევი - 17:00 - 19:00
- check-circle-filled სტარტაპერი
- check-circle-filled ბიზნეს ექსპერტი
- check-circle-filled კომპანიების თანადამფუძნებელი
- check-circle-filled კონსულტანტი
რა ეტაპები უნდა გავიარო კურსზე მოსახვედრად?
chevron-down-outlinedშენთვის სასურველ კურსზე მოსახვედრად, ორი ეტაპის დავალება უნდა გაიარო.
შეავსე სარეგისტრაციო ფორმა, სადაც პირველი ეტაპის დავალება დაგხვდება.
პირველი ეტაპის დავალების წარმატებით შესრულების შემთხვევაში, სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელფოსტაზე, მეორე ეტაპის დავალებას მიიღებ.
შერჩევის დროს გავითვალისწინებთ რეგისტრაციის რიგითობას.
ყველა პუნქტის სწორად შესრულების შემდეგ, კამპუსის მონაწილე გახდები.
ვინ არის მეწარმე?
chevron-down-outlinedმეწარმე (ან პოტენციური მეწარმე, ვისთვისაც გათვლილია ეს კურსი) არის შემოქმედებითი, ცნობისმოყვარე, მოტივირებული პიროვნება, რომელსაც მოსწონს რისკების აღება, აინტერესებს პრობლემების გადაჭრა და აქვს სურვილი, შექმნას და გაზარდოს ბიზნესი ან წვლილი შეიტანოს სამეწარმეო პროექტებში. კურსი მიზნად ისახავს სწორედ ასეთი უნარებისა და აზროვნების განვითარებას
რა არის მეწარმეობა და ბიზნეს დაგეგმარება?
chevron-down-outlinedეს არის პროცესი, რომელიც მოიცავს სამეწარმეო აზროვნების განვითარებას (ინოვაციური ხედვა, რისკების აღების უნარი, შემართება) და პრაქტიკული ცოდნის მიღებას საკუთარი ბიზნესის წამოსაწყებად და განსავითარებლად. კურსი გასწავლით იდეების გენერირებას, ბიზნესის დაგეგმვას (მათ შორის ბაზრის ანალიზს, ფინანსურ და ოპერაციულ მენეჯმენტს), პროექტების მართვას და ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებას. ბიზნეს დაგეგმარება კი ამ ელემენტების სტრუქტურიზებას და სიცოცხლისუნარიან ბიზნეს გეგმად ფორმირებას გულისხმობს.