globe-outlined
EN
chevron-down-outlined
მუქი თემა

საგვარეულო ბარათიშვილი

baratishvili 1110x400

საუკუნეების განმავლობაში, სამეფოს ოთხი საგვარეულო მართავდა, მაგრამ ერთ ღამეს, საგანძური მონეტებად დაიშალა და სამეფოს სხვადასხვა კუთხეში მიმოიფანტა.

არავინ იცის, ეს უბედური შემთხვევა იყო, ღალატი თუ წინასწარ დაწერილი წინასწარმეტყველების ნაწილი.

ახლა, ოთხივე საგვარეულო მონეტების საძიებლად დაიძრა. თითოეულ მათგანს საკუთარი სიმართლე აქვს, საკუთარი ეჭვები და ხედვა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს სამეფოს მომავალი.

bookmark-outlined
სიმბოლო

მისტიკური კრაკენი

water-outlined
სტიქია

წყალი

government-alt-2-outlined
რეზიდენცია

ტალღების დარბაზი

ბარათიშვილები, სამეფოს მრჩევლები და სტრატეგოსები იყვნენ. საუკუნეების განმავლობაში, სწორედ ისინი უზრუნველყოფდნენ ოთხი საგვარეულოს ჰარმონიულ თანაარსებობას და საერთო წესრიგის შენარჩუნებას. როგორც ნამდვილ რუხ კარდინალს შეეფერება, ბარათაშვილების გავლენა სამეფოში ნაკლებად ჩანდა, თუმცა ამბობდნენ, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მათი რჩევა-დარიგების გარეშე, არასდროს მიიღებოდა.

ლეგენდის თანახმად, მათ საგვარეულოს გერბზე გამოსახული სიმბოლო - მისტიკური კრაკენი, ჯერ კიდევ სამეფოს დაარსებამდე, დიდი ზღვის სიღრმეში ცხოვრობდა. სწორედ მისგან ისწავლეს ბარათიშვილებმა, რომ ძალა ყოველთვის შეტევაში არ იმალება - ზოგჯერ გამარჯვება მოთმინებით, დაკვირვებითა და სწორ დროს, სწორი ნაბიჯის გადადგმით მოდის.

ბარათიშვილებს, სამეფოს მმართველობის საკითხებში, სირთულეები ხარჯიანებთან ურთიერთობისას ხვდებათ. მათი მსოფლმხედველობისთვის, ხარჯიანები ზედმეტად სპონტანურები და არაპროგნოზირებადები არიან.

ხარჯიანებს კი, ბარათიშვილები ზედმეტად ფრთხილ და მოსაწყენ მოთამაშეებად

მიაჩნიათ. მიუხედავად მუდმივი აზრთა სხვადასხვაობისა, კრიზისის დროს, ორივე საგვარეულო ხშირად აღმოჩენილა ერთ მხარეს - რადგან ორივემ კარგად იცის, რომ სტრატეგიასა და მოქმედებას, ერთად ყოველთვის დიდი ძალა აქვს.

საგანძურის მიმოფანტვის შემდეგ, ბარათიშვილები დარწმუნებულები არიან, რომ ეს შემთხვევითი მოვლენა არ ყოფილა და ახლა, ყველა მინიშნებას აგროვებენ, რათა დაკარგული მონეტების მიღმა, დამალული სიმართლე აღმოაჩინონ.