საუკუნეების განმავლობაში, სამეფოს ოთხი საგვარეულო მართავდა, მაგრამ ერთ ღამეს, საგანძური მონეტებად დაიშალა და სამეფოს სხვადასხვა კუთხეში მიმოიფანტა.
არავინ იცის, ეს უბედური შემთხვევა იყო, ღალატი თუ წინასწარ დაწერილი წინასწარმეტყველების ნაწილი.
ახლა, ოთხივე საგვარეულო მონეტების საძიებლად დაიძრა. თითოეულ მათგანს საკუთარი სიმართლე აქვს, საკუთარი ეჭვები და ხედვა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს სამეფოს მომავალი.
bookmark-outlined
სიმბოლო
სამთავიანი დრაკონი
fire-outlined
სტიქია
ცეცხლი
flag-outlined
რეზიდენცია
ალის მწვერვალი
დოვლათიები ყოველთვის გამორჩეულად დიდი მიზნებისაკენ ისწრაფვოდნენ.
მანამ, სანამ სხვა საგვარეულოების მთავარ ამოცანად ბალანსის შენარჩუნებაზე ზრუნვა რჩებოდა, ისინი ახალი საზღვრების აღმოჩენასა და გავლენის გაფართოებაზე ფიქრობდნენ. მათი რწმენით, ძალა მაშინ იკარგება, როდესაც ის მხოლოდ თავის დასაცავად გამოიყენება.
დოვლათიების საგვარეულო გერბზე გამოსახული დრაკონი მათი ძალაუფლების სიმბოლოა. ლეგენდა მოგვითხრობს, რომ დრაკონის სამი თავი, სამ სხვადასხვა თვისებას განასახიერებს: შორსმჭვრეტელობას, ამბიციურობასა და მიზანსწრაფულობას.
დოვლათიებს, ყველაზე ხანგრძლივი დაპირისპირება ანაბარიძეებთან აქვთ. ანაბარიძეები რესურსებს აგროვებენ და ერთ ადგილას უყრიან თავს, დოვლათიები კი მუდამ აფართოვებენ და აბანდებენ.
მათი კონფლიქტი მხოლოდ სიმდიდრისთვის ბრძოლა არასოდეს ყოფილა - ეს
სამყაროს ორი განსხვავებული ხედვის დაპირისპირებაა.
ანაბარიძეებმა საგანძურის დაკარგვის შემდეგ, ყველაზე მეტი ეჭვი სწორედ დოვლათიებზე მიიტანეს.
ზოგი ამბობს, რომ ბალანსის დასარღვევად, საკმარისი მოტივი და ამბიცია მხოლოდ მათ ჰქონდათ. თავად დოვლათიები, ბრალდებას უარყოფენ, თუმცა არც იმას მალავენ, რომ ახალი ეპოქის დაწყება მათ დიდი ხნის წინ სურდათ.