საუკუნეების განმავლობაში, სამეფოს ოთხი საგვარეულო მართავდა, მაგრამ ერთ ღამეს, საგანძური მონეტებად დაიშალა და სამეფოს სხვადასხვა კუთხეში მიმოიფანტა.
არავინ იცის, ეს უბედური შემთხვევა იყო, ღალატი თუ წინასწარ დაწერილი წინასწარმეტყველების ნაწილი.
ახლა, ოთხივე საგვარეულო მონეტების საძიებლად დაიძრა. თითოეულ მათგანს საკუთარი სიმართლე აქვს, საკუთარი ეჭვები და ხედვა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს სამეფოს მომავალი.
bookmark-outlined
სიმბოლო
მისტიკური კატა
cloud-storage-outlined
სტიქია
ჰაერი
star-outlined
რეზიდენცია
ვარსკვლავების სასახლე
ხარჯიანები, სამეფოს ისტორიაში, მუდამ ყველაზე თავისუფალ სულებად ითვლებოდნენ.
ისინი იშვიათად მიჰყვებოდნენ დადგენილ წესებს და ხშირად, სწორედ მათ მიერ მიღებული მოულოდნელი გადაწყვეტილებები ცვლიდა წინასწარ გაწერილი ისტორიის მსვლელობას. მათი აზრით, რეალური შესაძლებლობა მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა შეუძლებლის შეძლებასაც კი დაიჯერებ.
ძველი თქმულება გვიყვება, რომ მათი საგვარეულოს სიმბოლო - მისტიკური კატა, რომელიც კუდით ვარსკვლავს დაატარებს, ერთდროულად რამდენიმე სამყაროში ცხოვრობს და ამიტომაცაა, რომ ხარჯიანები მოვლენებს განსხვავებულად ხედავენ. ისინი, ხშირად ისეთ გზებს პოულობენ, რომლებსაც სხვა ვერავინ ამჩნევს.
მათი განსხვავებული ბუნების წყალობით, ბარათიშვილებისა და ხარჯიანების დაპირისპირება უკვე ლეგენდადაა ქცეული: ერთი მხარე, მუდამ ყველაფერს წინასწარ გეგმავს, მეორე კი - გეგმის გარეშე, ინსტინქტურად მოქმედებს.
ხარჯიანები უძველესი სამეფოს ერთადერთი საგვარეულოა, რომელიც დარწმუნებულია, რომ საგანძურის დაკარგვა ტრაგედია კი არა, ახალი შესაძლებლობაა. მათ სჯერათ, რომ სამეფო ზედმეტად დიდხანს ცხოვრობდა ძველი წესებით და დღეს, ახალი ეპოქის, ახალი წესრიგის დამყარების დროა.