პრემია ელისო, რომელიც ქართულ კინოში გამორჩეულ ნამუშევრებს გადაეცემა, ნატო ვაჩნაძის ფონდისა და თიბისის ერთობლივი პროექტია. კინო დაჯილდოება ყოველ წელს, გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში იმართება.
პროექტის ფარგლებში ცხადდება ღია კონკურსი, რომელშიც ადგილობრივ რეჟისორებსა და კინოს სფეროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ წარადგინონ საკუთარი ნამუშევრები. პრემია ‘‘ელისო’’ გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:
ელისო საუკეთესო ფილმისთვის;
ელისო საუკეთესო მსახიობისთვის;
ელისო საუკეთესო რეჟისორისთვის;
ელისო საუკეთესო ოპერატორისთვის;
ელისო საუკეთესო მონტაჟისთვის;
ელისო საუკეთესო მხატვრული გაფორმებისთვის.
პროექტის მთავარი მიზანი ქართული კინემატოგრაფიის განვითარების ხელშეწყობაა.