ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“ დაარსდა 2002 წელს. პრემიის მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა, რაც წლის მთავარ ლიტერატურულ მოვლენად დამკვიდრდა. ლიტერატურული პრემია ”საბა” გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:
რომანი
პოეტური კრებული
პროზაული კრებული
პიესა
ლიტერატურული დებიუტი
ლიტერატურული კრიტიკა
ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
უცხოური ნაწარმოების ქართული თარგმანი
ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის
გამარჯვებულ ავტორებს, სპეციალურ ჯილდოსთან ერთად, გადაეცემათ ფულადი პრემიები, რომელსაც თიბისი გადასცემს.
კონკურსის კვალდაკვალ 2012 წელს შეიქმნა ელექტრონული წიგნების “აპლიკაცია - Saba-Reader, რომელიც დღეისათვის არსებული ყველაზე დიდი ქართული ელექტრონული ბიბლიოთეკაა. აპლიკაცია აერთიანებს მრავალფეროვან ლიტერატურას - კლასიკურ და თანამედროვე, ქართულ და უცხოურ მხატვრულ ტექსტებს, ხმოვან წიგნებსა და პოდკასტებს. აპლიკაცია Saba Reader ხელმისაწვდომია როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში მყოფი მომხმარებლებისთვის.