globe-outlined
EN
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

შესავალი ხელოვნურ ინტელექტში

4-80

სასწავლო კურსის ფარგლებში შენ გაეცნობი ხელოვნური ინტელექტის ფუნდამენტურ კონცეფციებს, განავითარებ საჭირო უნარ-ჩვევებს და შეძლებ მათ გამოყენებას რეალურ სამყაროში არსებული პრობლემების გადასაჭრელად. 

რა არის კურსის მიზანი?

კურსი მიზნად ისახავს გაზარდოს ხელოვნური ინტელექტის ინტერესი რეალურ პროექტებზე პრაქტიკული მუშაობის გზით.

პრაქტიკული კურსის ბოლოს, ფინალურ პროექტზე მუშაობისას, დამოუკიდებლად დაგეგმავ და შექმნი ხელოვნური ინტელექტის (AI) აპლიკაციას.

კურსი არის უფასო და მისი წარმატებით დასრულების შემდეგ, მიიღებ სერტიფიკატს.

ვისთვისაა კურსი?

სასწავლო პროგრამაში მონაწილეობისთვის არ გჭირდება საბაზისო ცოდნა. უნდა იყო სკოლის მოსწავლე, მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით, გქონდეს მოტივაცია და წვდომა კომპიუტერსა და ინტერნეტთან.

რას გეცოდინება კურსის გავლის შემდეგ?

  • ინტუიცია მონაცემთა მეცნიერების მოდელების მიღმა, მათი პრაქტიკული გამოყენების მაგალითები და Ai ეთიკა

  • Python-ის მეშვეობით მონაცემების დამუშავება და ვიზუალიზაცია

  • მარტივი კლასიფიკაციის მოდელის დატრენინგება და შეფასება

  • ოუფენ სორს nlp და cv მოდელების გამოყენება და მარტივი აპლიკაციების შექმნა მათი მეშვეობით.

ქეთევან მაჭავარიანი (1)
ნათია ფორჩხიძე

file-list-outlined