globe-outlined
EN
chevron-down-outlined
მუქი თემა

საგვარეულო ანაბარიძე

anabaridze 1110x400

საუკუნეების განმავლობაში, სამეფოს ოთხი საგვარეულო მართავდა, მაგრამ ერთ ღამეს, საგანძური მონეტებად დაიშალა და სამეფოს სხვადასხვა კუთხეში მიმოიფანტა.

არავინ იცის, ეს უბედური შემთხვევა იყო, ღალატი თუ წინასწარ დაწერილი წინასწარმეტყველების ნაწილი.

ახლა, ოთხივე საგვარეულო მონეტების საძიებლად დაიძრა. თითოეულ მათგანს საკუთარი სიმართლე აქვს, საკუთარი ეჭვები და ხედვა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს სამეფოს მომავალი.

bookmark-outlined
სიმბოლო

ჯადოსნური ციყვი

plant-outlined
სტიქია

მიწა

government-alt-2-outlined
რეზიდენცია

მარადმწვანე სავანე

ანაბარიძეები, უძველესი დროიდან, სამეფოს მდგრადობის საფუძვლად მიიჩნეოდნენ. მაშინ, როცა სხვა საგვარეულოები ძალაუფლების და დიდების მოპოვებაზე ფიქრობდნენ, ანაბარიძეები მომავალზე ზრუნავდნენ. მათ მიერ დაგროვილი განძის საცავები და ცოდნის არქივები, საუკუნეების განმავლობაში, სამეფოს სიმდიდრის მთავარ საყრდენს წარმოადგენდა.

ლეგენდის თანახმად, პირველი ჯადოსნური ციყვი, რომელიც მათ საგვარეულო გერბზეა გამოსახული, ანაბარიძეებს ტყის სულებმა აჩუქეს. სწორედ ამიტომ, ამ საგვარეულოს განსაკუთრებული კავშირი აქვს ბუნებასთან. მათ სჯერათ, რომ ყველაზე დიდი ძალა პატარა, მაგრამ თანმიმდევრულ ნაბიჯებშია.

ანაბარიძეებს, ყველაზე მჭიდრო კავშირი ბარათიშვილებთან აქვთ.

ისტორიულად, ერთი - სამეფოს სტრატეგიას ქმნიდა, მეორე კი, მის რესურსებს

იცავდა. თუმცა, საგანძურის მიმოფანტვის შემდეგ, უნდობლობა მათ შორისაც გაჩნდა, რადგან ზოგიერთი ანაბარიძე ფიქრობს, რომ ბარათიშვილებმა მეტისმეტად ბევრი იცოდნენ, იმისათვის, რომ საგანძურის მიმოფანტვის წინაპირობა გამოჰპარვოდათ.

რაც შეეხება დოვლათიებს, ანაბარიძეებისა და მათი დაპირისპირება გაცილებით ძველი დროიდან მოდის. ანაბარიძეები ფიქრობენ, რომ სიმდიდრე ზედმეტი რისკის გარეშე, ნაბიჯ-ნაბიჯ დაგროვებით იზრდება, ხოლო დოვლათიებს სჯერათ, რომ ის მუდმივ გაფართოებასა და მოქმედებას მოაქვს, რაც დაგროვებასთან ერთად, ახლის შესაქმნელად, გაცემასაც გულისხმობს. სწორედ ამ განსხვავებული ხედვის გამო, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, ეს ორი სამეფო, უხსოვარი დროიდან, ერთმანეთს ეჯიბრებოდა.